საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№ 09/29 - 01
22.02.2016 
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად საკონკურსო კომისიების შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 27 თებერვლის ოქმი № დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად საკონკურსო კომისია ეკონომიკის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა)  პროფესორი იური ანანიაშვილი;
ბ)  პროფესორი სიმონ გელაშვილი;
გ)  პროფესორი ნოდარ ხადური;
დ)  პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
ე)  აკაკი მიქაბერიძე – მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში.
2.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად საკონკურსო კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ასოცირებული პროფესორი ენვერ ლაგვილავა;
ბ)  ასოცირებული პროფესორი ლარისა ყორღანაშვილი
გ)  ასოცირებული პროფესორი ემზარ ჯგერენაია;
დ) ეკონომიკის აკადემიური დოქტორი   დავით ბასიაშვილი;
ე)  აკაკი მიქაბერიძე – მენეჯერი საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი  თეიმურაზ ბერიძე